თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან გზა გადაკეტეს. აქციის რამდენიმე მონაწილე მელიქიშვილის ქუჩაზე ტრასაზე დაჯდა და მანქანებს გადაადგილების საშუალება შეუზღუდა.
"საორგანიზაცო კომიტეტი გადაწყვეტს, როდემდე გაგრძელდება აქცია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დაჩი ცაგურიამ.
ცაგურია არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ათონელის ქუჩაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს აქციის ორი მონაწილე დააკავეს.