„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე ვაზისუბანში მეტრომშენის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.
ლევან ვეფხვაძეის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც პატიმრებს უკავშირდება, არის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და საპყრობილეებიდან სასწრაფოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან კოლონიებში გადაყვანა.
„ჩვენ ბუნებრივია ვსაუბრობთ იმ პროგრამაზე რომელიც გვაქვს , მაგრამ განვითარებული მოვლენების ფონზე ერთ-ერთი მწვავე თემა პატიმრების მიმართ მოპრყობაა. ჩვენ მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯა, რომელიც კონკრეტულ დანაშაულს მფარველობდა. პირველ ოქტომბერს კი თითოეული მოქალაქე ეტყვის არას ნაციონალურ მოძრაობას"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.