ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დაჩი ცაგურიამ განცხადა, ისინი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყველაფერ საშინელებას, რაც მოხდა, სათავეში სააკაშვილი ედგა. ამიტომ მოვითხოვთ მასთან შეხვედრას", - განაცხადა ცაგურიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სანაპიროს ქუცაზე იუსტიციის სახლი გახსნა.