სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს ფონიჭალაში სასაწყობე მეურნეობა მოინახულა და იქ არსებულ პირობებს გაეცნო. საცავ-მაცივარი გათვლილია ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის შენახვაზე.
პროდუქციის დასაწყობების შემდეგ, მეპატრონეს მისთვის თვალ-ყურის დევნება ონლაინ რეჟიმში, საცავში დამონტაჟებული კამერების საშუალებით ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საცავ-მაცივრების შექმნა ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდასაც, რადგან გლეხს მიღებული მოსავლის შენახვის შესაძლებლობა ექნება. ამ შემთხვევაში ის შეძლებს მის გაყიდვას არა აგროპერიოდის დროს, რაც წლის განმავლობაში მის შემოსავალსაც გაზრდის. ფონიჭალაში მდებარე სამაცივრე მეურნეობა გათვლილია ნებისმიერი სახის პროდუქტის შენახვაზე. საცავ-მაცივარში თავისი პროდუქციის შენახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფასები ერთ ტონამდე ტვირთის შენახვაზე 15-დან 20-დოლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია პროდუქციის სახეობაზე.