სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა "აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე".
გამოფენაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმში დაცული აღმოსავლური კოლექციების შედევრები. 180-მდე ეგვიპტური, ისლამური სამყაროსა დაშორებული აღმოსავლეთის კულტურის ამსახველი ექსპონატები: ეგვიპტური მუმია და სარკოფაგი, მე-8 საუკუნით დათარიღებული პერგამენტზე შესრულებული ყურანის ფურცელი, დაზგური, მინიატურული და ლაქისფერწერის ნიმუშები, ლითონის და კერამიკის ჭურჭელი, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, ძვურფასი ლითონის შემკული საბრძოლო იარაღები და სხვა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე კატალოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გამოფენა წლის ბოლომდე გაგრძელდება.