საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა - "სამუზეუმო კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბერლინსა და თბილისში მდებარე მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამუზეუმო ქსელი: გრაფიკული მასალა, ფილმი, ფოტოები, ტექსტები და ნივთები მოგვითხრობს ბერლინის სამუზეუმო კუნძულისა და თბილისის სამუზეუმო უბნის შესახებ.
გამოფენა მიზნად ისახავს ამ ორ ქალაქში მდებარე მუზეუმებში კოლექციების დაცვა, ინტერპრეტაცია და გამოფენა ახლად აშენებულ თუ ისტორიულ შენობებში.
გამოფენა ეროვნულ მუზეუმში წლის ბოლომდე გაგრძელდება.