ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე უკანასკნელ დღეებში განვიტარებულ მოვლენებს ეხამიანება და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ამ არაადამიანური, სერიული დანაშაულის დამნერგავი და უშუალო შემსრულებელი, ყველა უნდა დაისაჯოს! დღეს ჩვენი მოვალეობაა, ბოლომდე მივყვეთ ამ შემზარავი ფაქტების გამოძიებას, რადგან თუ ერთი კაცი მაინც დარჩა დაუსჯელი, ეს "ვირუსი" ისევ გავრცელდება", - აცხადებს ბურჭულაძე და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ნუგეში, რაც ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადა.
"ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, რომ ბოროტებასა და ძალადობას დიდი ხნის არსებობა არ უწერია. ამ საზარელი ფაქტების გამოაშკარავებით გადარჩნენ დანარჩენები და დღეიდან ყველაფერი ჩვენი საზოგადოების ხელშია - ჩვენ მკაცრი და მტკიცე პოზიციით უნდა დავიცვათ ჩვენი ყოველი თანამოქალაქის უფლება. ამ დღეებმა ასევე გვაჩვენა, რომ ახალგაზდობა და სტუდენტობა აღარავის აპატიებს მსგავს ძალადობას და ისინი არ შეჩერდებიან, ვიდრე ყველა დამნაშავე საქვეყნოდ არ დაისჯება. დღეს ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სისასტიკეს სიძულვილი არ დავუპირისპიროთ და მოვუსმინოთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწოდებას", - აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.