საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ურთულესი პერიოდი უდგას.
"ამაზრზენმა კადრებმა, რომელიც რამდენიმე დღეა ტრიალებს სხვადასხვა ტელევიზიებით, შეძრა საზოგადოება. ამ მოვლენების გვერდიდან ყურება ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია, რადგან ვთვლით, რომ რაც მოხდა, მთელი ქვეყნის სირცხვილია. ჯალათებს ხომ არც ეროვნება აქვთ და არც სქესი. ეს საერთო-საკაცობრიო უბედურებაა. კარგად გვახსოვს უწმინდესისა და უნეტარესის მოწოდება სააღდგომო ეპისტოლეში იგი მუდმივად მიმართავდა თავის სულიერ შვილებს ყურადღება და ლმობიერება გამოეჩინათ პატიმართა მიმართ, რადგან ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოხვედრილიყო ამ დაწესებულებაში. თუ გადაწყდა საგამოძიებო კომისიაში საზოგადოების წევრთა ჩართვა, ნებისმიერი ჩვენგანი მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესებში", - აღნიშნულია საგანგებო განცხადებაში.