საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი მიიღო.
შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის მიმდინარე აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა ყოფილი ფედერალური მინისტრის მიშელინ კალმი რეის ვიზიტზე საქართველოში.
კალმი-რეი ლექციებს წაიკითხავს თემებზე „ურთიერთობები შვეიცარიასა და ევროკავშირს შორის" და „ნეიტრალიტეტი".