,,ქართული ოცნებების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. როგორც ივანიშვილმა ხონში ადგილობრივებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ის, რაც ბოლო დღეებში საქართველოში მოხდა ბარბაროსობაა.
,,ბარბაროსობა, რაც ვნახე და რაც 21-ე საუკუნეში ხორციელდება საქართველოს ციხეებში, თუ როგორ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს შემრცხვა და განვიცადე. დარწმუნებული ვარ, იგივე განცდა გქონდათ აბსოლუტურ უმრავლესობასაც",_ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა და ბევრ კარგ რჩევას აძლევდა.
,,მიხელ სააკაშვილს ბოლო რჩევას ვაძლევ, რაც შეიძლება სწრაფად დღესვე გადადგეს. მისი გადადგომა ღირსებას შეუნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას, რადგან ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარეს და ცივილიზებული საზოგადოება შეძრწუნებულია", _ განაცხადა ივანიშვილმა.