გლდანის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ორმა პირმა საპყრობილის ადმინისტრაციული შენობის ეზოში მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს ცეცხლმოკიდებული ცოცხები ესროლეს.
აქციის ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.