,რაც ჩვენ ვიხილეთ, ერისა და საქართველოს სირცხვილია, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას და აღნიშნა, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად უნდა მივიდეს.
"მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვთ საქვეყნოდ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს", - ბრძანა უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში.