სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი პენიტენციალურ სისტემაში მომხდარ ფაქტებს გმობს და აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს მთლიანად ეკისრება.
სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის მგალობლები აცხადებენ, რომ დიდი ხნის გამვალობაში ხელისუფლების გვერდში დგომის მიუხედავად, საბოლოოდ დაეკარგათ იმედი, რომ მმართველი გინდი ქვეყანას დემოკრატიული გზით წაიყვანს. სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი მხარდაჭერას კოალიცია "ქართულ ოცნებას" უცხადებს.
"ჩვენ ისევე როგორც მთლიანად ქართველი ერი გაწბილებული ვართ და ვუერთდებით საპროტესტო მოძრაობას. როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ჩვენც მიგვაჩნია, რომ საპყრობილეებსა და მთლიანად საქართველოში წლების მანძილზე ჩადენილ სისასტიკესა და დანაშაულებებზე და ადამიანის ღირსების შემლახველ ავტოკრატული და არადემოკრატიული სისტემის დამკვიდრებისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მხოლოდ რომელიმე მინისტრს არამედ მთლიანად მმართველ გუნდს.
ჩვენი გუნდი სამების ტაძრის მთავარი გუნდი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", _ ნათქვამია სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.