საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გიორგი ტუღუშის მოადგილედ დაინიშნა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ გვენეტაძემ გააკეთა.
შოთა უტიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თანამდებობაზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ დანიშნა.