,,თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მზადდება", - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პატიმარ თამაზ თამაზაშვილის ადვოკატებმა ლილი გელაშვილმა და შალვა თადუმაძემ გააკეთეს.
ადვოკატების განცხადებით, ხელისუფლებამ თამაზაშვილის სახელის დისკრედიტაციის მიზნით, შესაძლოა, ცრუ ვიდეომასალები გაავრცელოს. ამასთან ადვოკატები პატიმარის ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.
როგორც ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თამაზ თამზაშვილის უდანაშულობას მალე დაამტკიცებენ.
„სულ მალე, კანონიერი მართლმსაჯულების პირობებში, თამაზ თამაზაშვილის უდანაშაულობა აუცილებლად დადასტურდება და საერთაშორისო თანამეგობრობა ნახავს, თუ როგორ სჯიდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანებს დღევანდელი ხელისუფლება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.