უფლებადამცველი დაჩი ცაგურია სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნას დიმიტრი შაშკინისა და დათა ახალაიას გადაყენების შესახებ უერთდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცაგურიამ განაცხადა აუცილებელია ქვეყნის მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის გადაყენებაც და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
,,საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უნდა აგოს პასუხი, რადგან სწორედ ის იყო ვალდებული პასუხისგებაში მიეცა ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პატიმრებს აწამებდნენ", - განაცხადა ცაგურიამ.
მისივე განცხადებით, ბაჩო ახალაიას გადაყენება არასაკმარისია და აუცილებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
,,ბაჩო ახალაიას გადადგომა არაფერია. ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას", _ განაცხადა ცაგურიამ და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება", - აღნიშნა ცაგურიამ.
მისივე განცხადებით, აქციებზე ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა მოსალოდნელი.
,, საპროტესტო მოძრაობა გრძელდება და ჩვენ მოუწოდებთ ყველას ვინც აქციებში მიიღებს მონაწილეობას, ვიყოთ ფრთხილად, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაცია", - განაცხადა ცაგურიამ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლები ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით აქციებს მართავენ.