,,როლანდ ახალაია კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს", - განაცხადა ,.ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
,,არა მგონია, რომელიმე ქვეყანაში ოჯახის წევრს ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა. ბაჩო ახალაიას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არანაირი შეხება არ ჰქონდა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან. მიუხედავად ამისა, მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ",- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისივე განცხადებით, ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ აუცილებელი იყო.
"ბაჩო ახალაიას გადაწყვეტილება საჭირო იყო. რაც შეხება მისი ოჯახის წევრების მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ვფიქრობ, ეს არაშესაბამისი საკითხია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება განხილული იყოს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მამა როლანდ ახალაია ,,ნაციონალური მოძრაობის" სახელით მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს ზუგდიდში იყრის.