„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო გურიელი ჭავჭავაძის N33ა -ში მცხოვრებ დევნილ ალექსანდრა ფირცხალავას ოჯახს ესტუმრა.
ნინო გურიელის განცხადებით, ფირცხალავების ოჯახი 20 წლია ბინაში ცხოვრობს და ფართს ვერ იკანონებს. ამას გარდა, კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები მათთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანაში გახლავთ ძალიან მძიმე ფონი, მე მაქვს ვალდებულება გავაგრძელო ჩემი საარჩევნო კამპანია და შევხვდე ჩემს ამომრჩეველს, მაგრამ პირველ რიგში მინდა გავაკეთო შეფასება იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ის უმძიმესი კადრები, რომელიც გავიდა, არის ქართველი ერის წინსვლის, ჩვენი ქვეყნის მართლადიდებლური სარწმუნოების და ჩვენი ზნეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელიც დაუშვებელია ნორმალური და ცივილიზებული ერისთვის. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს შეხვედრას, მე ვიმყოფები ფირცხალავების ოჯახში, რომელიც 20 წელია საცხოვრებელი ფართის დაკანონებას ელოდება. „ქრისტიან - დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, ყველა დევნილი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით."- განაცხადა ნინო გურიელმა