საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც თსუ-სკენ მსვლელობას აწყობენ. საქართველოს შს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგმის შემდეგ, სტუდენტები მისი ძმის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის - დათა ახალაიას და თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადადგომას მოითხოვენ.
როგორ "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის მონაწილეებმა განუმარტეს, ეს მოთხოვნა სამართლიანია.
"მიხელი სააკაშვილი უნდა შეელიოს დათა ახალიას. არა ფორმალურად, და ისევ თვალში ნაცურის შეყრის პრინციპით, როგორც ეს გააკეთა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როდესაც ახალია-სანოძის დუეტი გადადგა და ამ დროს აგრძელდბნენ თავიანთ საქმიანობას, არამედ რეალურად. სწორედ დათა ახალიას მიერ უკანონოდ დაჭერილ ათასობით ადამიანს აწამებდა ბაჩო ახალია ციხეებში. თუ სააკაშვილი ისევ იტყვის, რომ მისთვის უცნობია დათა ახალიას ქმედებები, მაშინ ცხადი ხდება, რომ ის არა არის რეალური საქართველოს რეალური მმართველი", - აცხადებენ სტუდენტები.
მათივე განმარტებით, ციხეებში არსებული ვითარება, რომელსაც საფუძველი ბაჩო ახალაიამ ჩაუყარა ხათუნა კალმახელიძემდე დიმიტრი შაშკინმა მიიყვანა.
"ეს ის შაშკინია, რომლის მინისტრობის დროს ციხებში მოკლულია ათობით პატიმარი. ნაწამებია ათასობით. ამის პარალელურად მიხეილ სააკაშვილის დავალებით ის ხელმძღვანელობდა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კურსს. ამიტომაც შაშკინი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ჩატარდეს გამოძიება მისი მინისტრობის პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე. შაშკინის ერთგულება დემოკრატიისადმი ციხეებში არსებული მდგომარეობით და განათლების სისტემაში ციხის რეჟიმის დამკვიდრებით დასტურდება ", - განამარტავენ აქციის მონაწილე სტუდენტები.
მათივე თქმით, ეს ქვეყანა არაა საკააშვილის, და არც ერთი მისი "გამძღარი" მოხელის.
"ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენმი ძმებისა და დებისაა, ჩვემი მშობლებისაა, და ჩვენი წინაპრებისაა. ჩვენ ახლა ვიცავთ ჩვენს და საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსებას და კვლავ ნუ შეეცდება, ვურჩევთ რომ გონებაშიც არ გეილევოს სააკაშვილმა ჩვენი ღირსების გათელვას", - აცხადებენ სტუდენტები.
"სააკაშვილის ხელისუფლების უღირსობის, გადაგვარებულობისა და თავხედობის დამადასტურებელია ხელისუფლებაში შაშკინისა და ახალიას ყოფნა და ისინი უნდა წავიდნენ. კითხვა რატომ თუ გაუჩნდებათ, პასუხიც მარტივია თქვენ დამნაშავეები ხართ, ჩვენ არ გვუსრს საქართველოს ხელისუფლებაში დამნაშავეები" , - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არ შეიძლება თვალი დახუჭოს საზოგადოებამ იმ უსამართლობასა და უკანონობაზე, რაც ქვეყანაში ხდება.სტუდეტები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.