საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავცრელებს და მიმართავს ყველას ვისაც აქვს წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეო ჩანაწერი მათ წარუდგინოს.
"იმისათვის, რომ დავიცვათ პატიმრები ძალადობისგან და დავსაჯოთ დანაშაულის ჩამდენი პირები, მნიშვნელოვანია გამოძიებას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების შესახებ. ამიტომ, პატიმართა, მათი ოჯახების და მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ ყველა იმ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია წამების და არაადამიანური მოპყრობის ვიდეო ჩანაწერი, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ეს მტკიცებულებები პროკურატურაში. მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რათა გამოძიებამ მოახდინოს მყისიერი რეაგირება და აღკვეთოს უკანონობის ყველა გამოვლინება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის ამსახველი უტყუარი მტკიცებულების (მათ შორის ვიდეო ფირი არის ასეთი მტკიცებულება) წარუდგენლობა სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.