"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა და თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში პატიმრების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ცხელი ხაზის და სპეციალური სამუსაო ჯგუფების პრეზენტაცია გამართა.
ზაზა გაბუნია: "მე როგორც თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ძველ თბილისში, ორთაჭალაში, ფონიჭალაში, ზოგადად კრწანისსა და მთლიანად თბილისში მცხოვრები პატიმრების ოჯახის წევრებისთვის ვხსნი ცხელ ხაზს ნომერზე 599 03 71 10 და ვქმნი სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს, რომელთა ერთი ნაწილი ცხელი ხაზის საშუალებით მიიღებს ინფორმაციას, ხოლო მეორე ნაწილს ექნება მობილური ჯგუფის ფუნქცია და ადგილზე შეისწავლის ვითარებას".
ზაზა გაბუნიას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანია პატიმრების ოჯახის წევრების დახმარება, რომ მათ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი პატიმრის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში გაეწიოთ იურიდიული დახმარება უფლებების დაცვის მიზნით.