სასჯელაღსრულების თითოეულ დაწესებულებას 500-მდე სამეთვალყურეო კამერა აკონტროლებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კალმახელიძის უწყებაში განუცხადეს.
სამინისტროს ხელმძღვანელობა უწყების დაარსების პირველი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამედროვე დაცვის სისტემით აღჭურვას ასახელებს.
ვიდეო-კამერების გარდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებების უსაფრთხოებაზე სასჯელაღსრულების 4511 თანამშრომელიც ზრუნავს.
"აშენდა ახალი თანამედროვედ აღჭურვილი სპეცდანიშნულების რაზმის ბაზა,
სადაც თანამშრომლები მუდმივად გადიან სპეციალურ სწავლებებს", - ნათქვამია უწყების 2009 წლის ანგარიშში.