ხელისუფლება კონტრ-კომპრომატების გამოქვეყნებას აპირებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, თუ აქამდე გამოქვეყნებული ვიდეომასალები, რომელიც გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე ქმედებს ასახავდა, სააკაშვილის მთავრობა უახლოეს საათებში ახალ კომპრომატებს დაუპირისპირებს.
სააკაშვილმა ღია დავალება, ახალი კომპრომატების გამოქვეყნების თაობაზე, ძალოვან სტრუქტურებს უკვე ღიად მისცა. როგორც პრეზიდენტმა ორგზის დაანონსა გამოქვეყნებული ვიდეომასალები ბევრ რამეს გამოამზეურებს.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, აქამდე გამოქვეყნებული ვიდეომასალები ოპოზიციის დაფინანსებულია. ახალი ვიდეო-მასალა სავარაუდოდ უფრო შორს წავა და ქართველ სამართალდამცველებს უშუალო დამკვეთებზე გაიყვანს, რაც მმართველი გუნდის აზრით "გარედან" ფინანსდება.