რუსთავის ნომერ მე-6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმარ გოდერძი კიკნაძის დედამ საკანში მყოფი შვილის პარალელურად შიმშილობა დაიწყო.
ქალბატონი ამბობს, რომ მისი შვილი ნაწამებია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ნელი კიკნაძის მთავარი მოთხოვნა, ციხეში ექსპერტების შესვლა და მათ მიერ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაა.
ქალს მხარდაჭერას და სოლიდარობას სხვა პატიმრების მშობლებიც უცხადებენ, რომლებიც სასჯელაღრულების დაწესებულებასთან ამ დრომდე არიან შეკრებილი.