ნატოს დამატებითი სამხედრო კონტინგენტმა, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში სამი წლის წინ გაგზავნა და რომლის შემადგენლობაში 33 ათასი აშშ-ის ჯარისკაცი იყო, დღეს, 21 სექტემბერს ქვეყანა დატოვა.
თავის დროზეეონტინგენტის ზრდის მოტივაციას თალიბანის აქტივობის შეჩერება და ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების გაძლიერებისთვის სათანადო დროის მიცემა იყო.
ავღანეთში კვლავინდებურად რჩება 70 ათასი ამერიკელი სამხედრო ჯარისკაცი, რომელიც ქვეყანას 2014 წელს დატოვებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს გახშირდა ნატოს ჯარისკაცებზე თავდასხმის ფაქტები, რომელშიც ავღანელი პოლიციელები და სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ნატომ სამი თვით შეაჩერა ავღანეთის შეიარაღებული სტრუქტურებთან ერთად სამხედრო პატრულირება და კურსანტების სწავლება.