სამტრედიის პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძე ,,ქართული ოცნების,, აქტივისტებს იარაღით ემუქრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სამტრედიის მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა აცნობა.
მისი თქმით, მას დაუკავშირდა ცოტნე შენგელია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძე, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, მას მოსაკლავად დასდევს.
"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ქალბატონ ეკა ზღულაძეს. დაუყონებლივ აღკვეთოს ზვიად ობოლაძის თვითნებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება სამინისტროს და პირადად მინისტრ ზღულაძეს. დაუყონებლივ შემოწმდეს ობოლაძე სიმთვრალზე და მის თანამდებობაზე ყოფნის მიზაშეწონილობის საკითხი უმოკლეს ვადაში განიხილოს მინისტრმა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩრდილელმა.
ჩრდილელმა დააზუსტა, რომ ინცინდეტს ამ წუთებში აქვს ადგილი და ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად საჭიროა უსწრაფესი რეაგირება.