ძალადობის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ 21 სექტემბერის მანიფესტაციაზე არავინ მივიდეს "ქართული ოცნების" მაისურით.
ისინი სოციალური ქსელებისა და მედიასაშუალებების საშუალებით მიმართავენ მიტინგში მონაწილეობის ყველა მსურველს, რომ არ ჩაიცვან ქართული ოცნების მაისურები რადგან იგეგმება პროვოკაცია.
"მიტინგზე არავინ მივიდეს ქართული ოცნების მაისურებით! იგეგმება პროვოკაცია ნაციონალების მხრიდან, ეცმევათ ქართული ოცნების მაისურები!", - აცხადებენ ორგანიზატორები.
მათივე განცხადებით, ნაციონალებმა დაბეჭდეს "ქართული ოცნების" მაისურები. აპირებენ პროვოკაციის მოწყობას, რაც შემდეგ დაბრალდება სწორედ ამ კოალიციას... შედეგად ხელისუფლება ეცდება შეთითხნილი კომპრომატებით მათ "გაფუჭებას" და არაა გამორიცხული ისე აადუღონ სიტუაცია, რომ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადონ.
ამავე დროს სოციალური ქსელებით ვრცელდება შემდეგი სახის განცხადებები: "ნაციონალების ახალგაზრდული ფრთა იკრიბება ორის ნახევარზე, აპირებენ მასშტაბურ პროვოკაციას... აპირებენ მანქანების და ქუჩების გადაწვას რომ მერე სტუდენტები დაარბიონ ამ მიზეზით. არ წამოეგოთ პროვოკაციებს , არავითარ შემთხვევაში არ დაასხათ წყალი მათ წისქვილზე".
მასალის გამოყენების პირობები