დღეს, 21 სექტემბერს, 18:00 საათზე, თავისუფალ თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში თეატრი მერკური (დიდი ბრიტანეთი) წარმოადგენს სპექტაკლს "უბედური კაცი".
სპექტაკლის რეჟისორი გარი ჯონსი. სცენოგრაფი ემი იარდლი, მონაწილეობს გარი ჯონსი.
სპექტაკლს მიღებული აქვს კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე 2011 წელს.