დღეს, 21 სექტემბერს, გალერეა "ვანდაში" კარლა კლიიკამპი (გრაფიკოსი ნიდერლანდებიდან) და ანნ-მარი რეღი (ფერმწერი საფრანგეთიდან) ერთობლივ გამოფენას გამართავენ.
ექსპოზიციაზე მხატვრების მიერ შესრულებული 50 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა გალერეა "ვანდაში" 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.