დღეს, 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, "არტ ცენტრში" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრის და დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრის რეი კუპერის ფოტოგამოფენა "სიცოცხლე ხაზის გასწვრივ" გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
გამოფენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გორის საველე ოფისის ინიციატივითა და ორგანიზებით ეწყობა.