დღეს, 21 სექტემბერს, სრულდება რეგისტრაცია პორტალზე www.eqe.ge/eng/mobility - დიზაინის საერთაშორისო სკოლაში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლამ გამოაცხადა სტუდენტების მიღება მობილობის წესით მაგისტრატურაში, დიზაინის სპეციალობით. სწავლების ფორმაა ინგლისური და ქართული.
სკოლის პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი ექსპერტი დიზაინის სფეროში, მწერალი, კრიტიკოსი, ჯანკარლო პერინი. სკოლის დეკანია ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია. დიზაინის საერთაშორისო სკოლის შექმნის ინიციატორები და მმართველი საბჭოს წევრები არიან მსოფლიო მასშტაბით ცნობილი უცხოელი დიზაინერები და მენეჯერები.
სკოლა იწვევს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს რეგისტრაციის გასავლელად. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე: www.eqe.ge/eng/mobility.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში სწავლა შეუძლიათ უცხოელ სტუდენტებსაც. დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდნენ ეკა ხორბალაძეს: ტელ.: 577 480220, ფოსტა: e.khorbaladze@gtu.ge