აღარასოდეს უკან არ დავბრუნდებით და მე ვაძლევ საკუთარ თავს ამის თქმის უფლებას იმიტომ, რომ მე თვითონ 18 წლის წინ ვიყავი პოლიციის ძალადობის მსხვერპლი, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა ეკა ზღულაძემ მინისტრის ბაჩო ახალაის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
"ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის საფუძველის ჩაყრა, მათ შორის პოლიციის რეფორმამ და ზოგადად სამართალდამცავი სტრუქტურების გარდაქმნამ უზრუნველყო ორმხრივი ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავ სტრუქტურებსა და მოსახლეობას შორის. ინსტიტუტებს შორის, რომლებიც ემსახურება ხალხს კანონის ასრულების გზით. ეს ნდობა არის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ყველა იმ რეფორმას შორის, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ეს სამინისტრო აშენდა რათა ემსახუროს ქართველ ერს, აღმოფხვრას ძალადობა, კორუფცია, დანაშაული, უკანონობა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. ჩვენ შევძელით არა მარტო კორუფციის დაძლევა არამედ ძალადობის და წამების რუტინული პრაქტიკის აღმოფხვრა პოლიციაში. დღეს ჩვენ ციხეში ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულის საპასუხოდ მე ვუზრუნველყოფ, რომ საპატრულო პოლიცია იყოს ბატონი გიორგი ტუღუშის პენიტენციალური სისტემის ახალი მინისტრის სრულ განკარგულებაში და მიეხმაროს ამ სისასტიკის ციხეში აღმოფხვრაშიც. იყო დრო როცა ყველა სახელმწიფო უწყება საქართველოში ისეთივე დახურული და სასტიკი იყო, როგორც ეს ციხე, იყო დრო როცა ორგანიზებული დანაშაული ანგრევდა ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს დრო დამთავრდა და აღარასოდეს უკან არ დავბრუნდებით და მე ვაძლევ საკუთარ თავს ამის თქმის უფლებას იმიტომ, რომ მე თვითონ 18 წლის წინ ვიყავი პოლიციის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ძალიან კარგად მაქვს გათავისებული ეს სიტყვები და ის ვითარება, რომელიც საქართველოში დღეს არის", - განაცხადა ზღულაძემ.