ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს თავისუფალ და მშვიდ გარემოში, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა ეკა ზღულაძემ მინისტრის ბაჩო ახალაის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
"საქართველოში არ არის ადგილი ძალადობისთვის და ეს სამინისტრო უზრუნველყოფს რომ ჩვენი შვილები და ჩვენი მშბლები თავს გრძნობდნენ დაცულად და თავისუფლად. მათ შორის არჩევნებზე. რომელიც სულ რაღაც 12 დღეში გველოდება წინ. ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს თავისუფალ და მშვიდ გარემოში. ეს სამინისტრო იქნება ამის გარანტორი", - განაცხადა ზღულაძემ.