"ნაციონალური მოძრაობა" სტუდენტურ პროტესტში ჩარევას აპირებს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა "სტუდენტური ხმამ" აცნობა.
"ერთიანი სტუდენტური მოძრაობა " რომელიც 2003 წლის კმარას აქტივიობის შედეგად შეიქმნა, რომელის წევრები - კომკავშირლები წლების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ კრიტიკული აზრის მქონე სტუდენტებს, ორგანიზებას უწევენ ვითომდა სტუდენტურ აქციას. ადამიანები რომლებიც წიხლებით გვისწორდებოდნენ, იმაზე არანაკლები ბოროტების ჩამდენები არიან ვიდრე ვიხილეთ. ნუ შეუერთდებით ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ფრთას!", - ნათქვამია "სტუდენტური ხმის" მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
"სტუდენტური ხმა" განმარტავს,"ერთიანი სტუდენტური მოძრაობა " აქციას აწყობს ხვალ 15 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსთან.
"გაავრცელეთ ხალხს აერევა და აქ წავა, არადა ნაცების დაგეგმილია... არ აგერიოთ ხვალ 12 ახმეტელის მეტროსთან ვიკრიბებით სტუდენტები და მსვლელობა იქნება გლდანის ციხისკენ".