საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დასამტკიცებლად შესაძლოა ერთ კვირაში წარუდგინოს", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის შემადგენლობაში თავდაპირველი ნდობის გამოცხადებიდან იცვლება უკვე მეშვიდე მინისტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საპარლამენტო მხარდაჭერა დასჭირდება.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუკი მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა განახლდა 1/3-ით და დაინიშნება ახალი მე- 7 მინისტრი. პრეზიდენტი 1 კვირის განმავლობაში წარუდგენს პარლამენტს განახლებულ მთავრობის შემადგენლობას დასამტკიცებლად, ხოლო პრემიერ-მინისტრი კი სამთავრობო პროგრამას ნდობის მისაღებად. პარლამენტმა კი 1 კვირის ვადაში ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობას. ეს არის კანონმდებლობით გაწერილი ვადები და პროცედურა, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას" - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მე-8 საპყრობილეში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობები დატოვეს თავდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრებმა. ცოტახნით ადრე კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობი დატოვეს, გარემოს დაცვისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებმა და ასევე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში. ივანე მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში შეიცვალნენ ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრებიც