ივანე მერაბიშვილის მთავრობას საპარლამენტო მხარდაჭერა ესაჭიროება. ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო ცვლილებების ფონზე, არსებული კონსტიტუციის გათვალისწინებით, მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ნდობის გამოცხადება სჭირდება.
კონსტიტუციის თანახმად, თუ კი მინისტრთა კაბინეტის 1/3 ცვლილება მოხდება, მაშინ მთლიანად მთავრობას საკანონმდებლო ორგანოსგან დამტკიცება ესაჭიროება.
მთავრობის შემადგენლობაში თავდაპირველი ნდობის გამოცხადებიდან შეიცვალა უკვე მეშვიდე მინისტრი.
მე-8 საპყრობილეში განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობები დატოვეს თავდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრებმა. ცოტახნით ადრე კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობი დატოვეს, გარემოს დაცვისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებმა და ასევე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში. ივანე მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში შეიცვალნენ ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრებიც