თბილისის ქუჩებში მყოფი სტუდენტი-ახალგაზრდობა და რიგითი მოქალაქეები ბაჩო ახალიას მიერ შს მინისტრის თანამდოებოს დატოვებას ოვაციებით შეხვდა.
მანქანების მხოვანი სიგნალები დიდი ხნის განმავლობაში არ შეწყვეტილა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე.
ახალგაზრდები სკანდირებდნენ "წავიდეს შაშკინი", "წავიდეს დათა!"(ახალაია რედ.)
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თანამდებობა დატოვა.
"მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით", - ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა.