შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე შეასრულებს. ის 2006 წლის მაისში დაინიშნა შსს მინისტრის მოადგილედ.
ბაჩო ახალაიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დღეს საღამოს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით,
რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე
უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა
ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი
ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში.
აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას
იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე
პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით", - ნათქვამია განცხადებაში. .