ტელევიზიით პატიმართა წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ ციხეებში ვითარება იძაბება.
ბლოკ `ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების~ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკა ბესელიას რუსთავის სასჯელაღსრულების მე-16 და მე-17 დაწესებულების პატიმრების მშობლებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ პატიმრებს პრობლემები შეექმნათ და უფლებადამცველების დახმარებას ითხოვენ.
ეკა ბესელია მოითხოვს რუსთვავის მე-16 და მე17 დაწესებულებებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შევიდნენ და ადგილზე გაეცნონ აღნიშნულ სიტუაციას.