მოსკოვში კინოპროდიუსერი ლევან კორინთელი გარდაიცვალა.
ლევან კორინთელი დაიბადა 1971 წელს თბილისში. იგი იყო კინოთეატრ "ამირანის" თანამფლობელი. ასევე კინოსტუდია "რემკასა" და "დამოუკიდებელი კინოპროექტის" თანადამაარსებელი.
ლევან კორინთელი არის პოპულარული ქართული ფილმების პროდიუსერი.
ფილმოგრაფია: 2003 - მოგზაურობა ყარაბაღში (რეჟისორი ლევან თუთბერიძე); 2007 - რუსული სამკუთხედი (რეჟისორი ალეკო ცაბაძე) ჟიურის სპეციალური პრიზი მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რუსეთის კინოაკადემიის ჯილდო "ნიკა" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის; 2008 - სამი სახლი (რეჟისორი ზაზა ურუშაძე); 2009 - კონფლიქტის ზონა (რეჟისორი ვანო ბურდული) პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე; 2010 - ქუჩის დღეები (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპული ფილმების ფესტივალის goEAST (ვისბადენი, გერმანია) მთავარი პრიზი - ოქროს შროშანი, პალიჩის (სერბეთი) ევროპული ფილმების ფესტივალის პრიზი ტოლერანტობისათვის, იასის (რუმინეთი)კინოფესტივალის გრან პრი საუკეთესო ფილმისათვის, ფილმი ნაჩვენები იქნა როტერდამის, ლოს ანჯელესის, ედინბურგის, სან პაულოს, გოტებორგის, მონრეალისა და მოსკოვის კინოფესტივალებზე.2010 - რენე მიდის ჰოლივუდში (რეჟისორი ალეკო ცაბაძე); 2011 - მარილივით თეთრი (რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი).