სტუდენტები სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების პატიმრებს მხარდაჭერას უცხადებენ. სტუდენტები სასჯელაღსრულების დაწესებულებას სტვენითა და შეძახილებით მიუახლოვდნენ. თავის მხრივ, პატიმრები სტუდენტებს ფანჯრებიდან ხელის ქნევით მიესალმნენ. აქციაში მონაწილეები სკანდირებდნენ - "თქვენთან ვართ".
აქციის მონაწილეებმა ორთაჭალაში პროტესტი გამოთქვეს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დავით საყვარელიძის ოფისთანაც. სტუდენტები, სავარაუდოდ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებენ.