გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ თავისუფლების მოედანზე სპეციალური აპარატურით ქუჩაში ხმაურის დონე განისაზღვრა, რომელიც უმნიშვნელოდ გასცდა დასაშვებ პარამეტრებს.
"გასულ წლებში საკმაოდ ბევრი რამ განადგურდა და დავკარგეთ. ხშირად მესმოდა საყვედური, რომ ქალაქში ხმაურის დონე უკონტროლოა. დღეს უკვე გვაქვს ამის საშუალება - მობილური ხელსაწყოები უკვე საქართველოშია და ჩვენ ყველა სიახლეს საზოგადოებას ვაწვდით. რაც შეეხება ხმაურს, თავისუფლების მოედანზე გავზომეთ და ოდნავ გადასცდა დასაშვებ პარამეტრებს. ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, რასაც გამოცდილი ადამიანები და თანხები ჭირდება. მოხარულები ვართ, რომ ზუსტად გავაკონტროლებთ ქალაქში სიტუაციას", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.