საქართველოს შს მინისტრი ბაჩო ახალაია შესაძლოა დააპატიმრონ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს", სანდო წყარომ განუცხადა. წყაროს განმარტებით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის წინ მიხეილ სააკაშვილი დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.
"ამჟამად საქართველოს დიპლომატიური კორპუსი აქტიურად მუშაობს ეუთოში, ევროკავშირსა და გაეროში რათა შეფასებები გავრცელებულ ინფორმაციაზე იყოს შედარებით მსუბუქი. რიგი ქვეყნების ლიდერებმა უკვე უარი განაცხადეს გაეროში ვიზიტის ფარგლებში საქართველიოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე. საკაშვილმა იცის, რომ მას არც ერთი თავმოყვარე ლიდერი ხელს არ ჩამორთმევს. ვითარების დარეგულირებაში ჩართულია ყველა ვისაც კი შეუძლია რაიმეს გაკეთება. ლობისტურ კომპანიებს გამოყოთ კოლოსალური თანხები, რომ დაიგეგმოს თუნდაც რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებსა და ლიდერებთან", - აცხადებს წყარო.
მისი თქმით, ხელისუფლებამ განიხილა სიტუაციის დალაგების სცენარი. ვითარების გადარჩენის ერთ-ერთ გეგმას ბაჩო ახალიას დაპატიმრება წარმოადგენს. აღნიშნულს ეწინააღმდეგება ბაჩო ახალაიას ძმა - დათა ახალია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტროს მოადგილე, მაგრამ ამ უწყების ფაქტობრივი მმართველია.
"ვითარების დალაგებამდე ძმება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაჩო ახალია საჯაროდ არ გამოჩნდება", - განუცხადა წყარომ "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება ადამიანის უფლებათა დამცველი, ადვოკატი გელა ნიკოალაიშვილი, რომელმაც "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ ხელისუფლება არ გამორიცხავას ბაჩო ახალიას, როგორც "დამარცხებული სისტემის" შემქმნელის დაკავებას.
"საერთაშორისო თავლსაზრისით სააკაშვილი აღმოჩნდა უმძიმეს ვითარებაში. თან გადასარჩენია ნაციონალური მოძრაობაც. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას დაკავებას უჭერს მხარს. ის ისეთ ვითარებაშია ოღონდ გადარჩეს და საკუთარი ოჯახის წევრებსაც დაიჭერს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკოლაიშვილმა.