"სასჯელაღსულების მინისტრად წარდგენა დიდი გამოწვევაა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუმრობისას გიორგი ტუღუშმა.
გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების პირობა დადო.
,,ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შემოთავაზებას დავთანხმდი არის ის, რომ შესაძლებლობა მომეცემა სისტემაში ცვლილებები შევიტანო და უზრუნველყო თითოეული უფლებააღკვეთილი პირის უფლებების ჯეროვნად დაცვა. სასჯელაღსულების მინისტრად წარდგენა დიდი გამოწვევაა. თუმცა შემეძლება მომეცემა უშვალოდ Dხელი შეუწყო ისეთი პენიტენციარული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელშიც არ, თუ ასეთ მძიმე დანაშაულზე იქნება საუბარი, რომლის მოწმეც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავხდით, არამედ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პრობლემები, რომლებიც ექმნებათ პატიმრებს", - განაცხადა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წარადგინა.