პატიმრების წამების ბრალდებით დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული კობა ჩიკვატიაა, რომელიც არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორი იყო.
ჩიკვატიას პროკურატურის მოთხოვნით, ბრალი დღესვე წაუყენეს.
„გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი მესამე პირებთან კონტაქტს ახორციელებდა თამაზ თამაზაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით. გამოძიება გრძელდება და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მოვიპოვოთ",- განაცხადა მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.