რუსული მედიის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგში მოქმედმა ქართველებისა და აფხაზებისაგან შემდგარმა ბოროტმოქმედთა ჯგუფმა ე.წ. ბარსეტოჩნიკებმა ერთგვარი რეკორდი მოხსნეს. მათ მოქალაქეებს დაახლოებით ერთი მილიონი რუსული რუბლი მოპარეს. მთელი თანხა ბოროტმოქმედებს წვრილი კუპიურებით ჰქონდათ შეგროვებული. ბანდა სულ სამი წევრისაგან შედგებოდა.
"ფაქტობრივად წაუგებელ სცენარს ისინი სპეციალურად ავტომობილების მფლობელების მიმართ იყენებდნენ. ორი ბოროტმოქმედი ავტოსაგზაო შემთხვევის იმიტაციას ახდენდა, ამ დროს კი მესამე ავტომობილს "ასუფთავებდა". ორი ბოროტმოქმედი ადგილზე იქნა დაკავებული მესამე კი მათ თავად ჩააბარეს სამართალდამცავებს",_ იუწყება რუსული მედია.
ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ "ძარცვის" მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძება.