"გლდანის ციხეში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ის პოზიცია ისეთივეა, როგორც ყველასი", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შსს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ გლდანის საპყრობილეში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, რაც შეეხება შს მინისტრის ბაჩო ახალის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, ყველაფერი გამოძიების შედეგად გაირკვევა.
,,მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი გამოძიების შემდეგ გაირკვევა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სალომე მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გლდანის საპყრობილეს ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, პატიმრების წამების კადრები ახალაიას დავალებითაა გადაღებული. ,,კადრების ნაწილი ფარული ხერხითაცაა ჩაწერილი და Nნაწილი კადრებია, რომელიც უშუალოდ დირექტორის დავალებითაა გადაღებული. დირექტორს დავალება უშუალოდ ახალაიასგან ჰქონდა და კადრები ახალაიას მითითებითაა გადაღებული", - განაცხადა ბედუკაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისივე განცხადებით, პატიმრების წამების კადრები, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდა ახალაია დაწუნებულია. ,,ფირი, რომელიც ჩემთანაა და რომლის ტრანსლირებაც მოხდა, დაწუნებული კადრია, რომელიც ახალაიას ხილვის ღირსი არ გახდა. Aამ ფირით წამოვედი ბრიუსელში და მინდოდა მემხილებინა კრიმინალური სახე სააკაშვილის ხელისუფლების", - განაცხადა ბედუკაძემ