ლადო ბედუკაძე ბაჩო ახალაიას პატიმრის მკვლელობაში ადანაშაულებს, საუბარია დაზვერვის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეზე. გლდანის მერვე საპყრობილის უკვე ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ თეთრაძე ალექსანდრე მუხაძეს გაუპატიურების დროს შემოაკვდა. დანაშაულში კი ბრალი ბედუკაძის მტკიცებით, ახალაიასა და მეგის ქარდავას მიუძღვით.
ამასთან ერთად, ბედუკაძე ასევე აცხადებს, რომ არსებობს თეთრაძის წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელსაც ის არ ფლობს.
ლადო ბედუკაძე ასევე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, ალექსანდრე თეთრაძეს ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია რეზინის ხელკეტით აუპატიურებდნენ.
"ძალიან მძიმე სათქმელია და განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია ეს ალექსანდრე თეთრაძის ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ მე ვადასტურებ, რომ პოლკოვნიკი სწორედ წამების დროს შემოაკვდათ. ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, მას აუპატიურებდნენ რეზინის ხელკეტით ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია. მზად ვარ, მათ ხელი დავადო და დავამტკიცო ის, რასაც ახლა ვამბობ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ბაჩო ახალაიას სეიფში ინახება", - განაცხადა ბედუკაძემ.