"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ "სისტემაში" არსებულ პრობლემებზე და თვალის მიუდევნებლობაზე საუბრის პარალელურად, ნაცმოძრაობის ქვედა რგოლში დიდი დაბნეულობა და დაძაბულობაა.
გუშინ თბილისის რამდენიმე რაიონის უბნის კოორდინატორებმა კონფიდენციალრი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათი აქტივობა მინიმუმამდე შემცირდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთი უბნის კოორდინატორმა განუცხადა, კორპუსი არაა სადაც პატიმრის ერთი ოჯახი არ ცხოვრობდეს და ბევრ კოორდინატორს კი თავადაც ჰყავს ახლობელი დაკავებული.
"ჩვენ განვიხილეთ, რომ ყველას ერთად დაგვეტოვებინა ეს საქმე. მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, რომ ასე არ იქნება სწორი. ისინი შეეცდებიან ჩვენ ისეთი ადამიანებით ჩაგვანაცვლონ, რომლებიც ხალხს საშინელ დღეში ჩააგდებენ. ამიტომ ვამჯობინეთ რომ დავრჩეთ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ვაკის რაიონის ერთ-ერთმა კოორდინატორმა.
მისივე თქმით, ახლა ის ვითარებაა როდესაც ყველაფერზე წინ მორალი და ღირსება დგას.
"როგორც ადამიანი ვფიქრობდი, რომ რომელიმე მაჟორიტარ კანდიდატს, ან ლიდერს ეყოფოდა იმდენი ვაჟკაცობა და ადამიანობა, რომ უარი ეთქვა დეპუტატობისთვის ბრძოლისთვის. აღმოჩნდა, რომ გუნდი, რომლის წარმატებსაც ბოლო 9 წელი როგორც შემეძლლო ერთგულად ვეესახურებოდი, აბსოლუტურად გახრწნილია. მცხვენია, რომ ამ ყველაფერში ჩემი ოჯახის წევრებიც ჩავრთე. მე ვერავის ვაკადრებ, რომ "ნაციონალებს" მისცეს ხმა და ყველამ ის გააკეთოს როგორადაც სინდისი უკარნახებს", - განაცხადა კოორდინატორმა.
როგორც კოორდინატორმ აღნიშნა, სტუდენტების აქციაში "ნაცმოძრაობის" ახალგაზრდებიც მონაწილებდნენ.
"თუ ისინი იქ შინაგანი მრწმასით მივიდნენ მაშინ ალბათ რამე ეშველება ამ ქვეყაანას და თუ ისევ შეაგზავნეს მაშინ აღარ ყოფილა საშველი", - განაცხადა კოორდინატორმა, რომლის ვინაობასაც მისვეე თხოვნით არ ვახმაურებთ.