. მასალები, რომლებიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ახალაიას სეიფშია და დადგება დრო,, როდესაც ეს მასალები გამოქვეყნდება - ამის შესახებ #8 საპყრობილეში, პატიმართა წამების კადრების ავტორმა, ვლადიმერ ბედუკაძემ "ობიექტივის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "მნიშვნელოვან" კადრებში მკვლელობისა და გაუპატიურების ფატქებია ასახული.
"საპყრობილეში იკრძალება ვიდეო გადაღება, მაგრამ მე აშკარად, ღია მეთოდებით ვაწარმოებდი გადაღებას ფაქტიურად წელიწადნახევრის განმავლობაში. კადრები, რომელიც დამიგროვდა, არის დაწუნებული მასალა, რაც ჩვენთან დატოვეს და დარჩათ. არ მიაქციეს ყურადღება, რადგან მათთვის რაღაც ღირებულს არ წარმოადგენდა. მასალები, რომლებიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ახალაიას სეიფშია და დადგება დროც, როდესაც გამოქვეყნდება ეს მასალები. იქ არის წამების, მკვლელობების, გაუპატიურების და სხვა მრავალი დანაშაულის ამსახველი ფაქტები", - განაცხადა ბედუკიძემ.
მისივე თქმით, იმ პატიმრების წამების ვიდეოგადაღება ხდებოდა, რომლებიც უფრო "საინტერესოები" იყვნენ.
"როგორც ისინი უწოდებენ, ვიდეომასალა უნდა გაკეთებულიყო უფრო საინტერესო ადამიანების წამებაზე. საინტერესო ადამიანებში ისინი ითვლებოდნენ, ვინც იდეოლოგიური მტრები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის და იმ მოტივით, რომ თუ როგორ გაბედეს სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლა, მკაცრად უნდა დასჯილიყვნენ. სააკაშვილის იდეოლოგიასთან მენტალურად დაპირისპირებულ ადამიანებში ე.წ. კანონიერი ქურდებიც ხვდებოდნენ და პოლიტიკოსებიც", - განაცხადა ბედუკაძემ.